KA030175345730118

№ 01-478 10 / იანვარი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს

ადამიანური რესურსებისა და საერთაშორისო
ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის
ხელმძღვანელის სოფიკო ბელქანიას
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 22-27 იანვარს შვეიცარიაში, . ჟენევაში ტარდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142- სესია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ქალბატონი ჟუჟანა ჯაკაბის მოთხოვნით, სესიის ფარგლებში, 24 იანვარს პირველად გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც ქართული მხარე წარადგენს ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს და პრეზენტაციას თემაზე: „მიღწევები და გამოწვევები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში“.

დელეგაცია განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:

  1. დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  2. ამირან გამყრელიძე - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი;
  3. სოფიკო ბელქანია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი;
  4. მარიანა მკურნალი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი.

მიმწვევი მხარე უზრუნველყოფს თქვენი, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, სამივლინებო ხარჯების (მგზავრობა, 4 ღამის სასტუმროს ღირებულება, დღიური ნორმა) ანაზღაურებას.

ავია-ბილეთის მიხედვით, დელეგაციის ჟენევიდან გამომგზავრება დაგემილია 25 იანვარს,  საღამო საათებში. შესაბამისად, გასათვალისწინებელია დამატებით 25 იანვრის სასტუმროს ღირებულების ანაზღაურება.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ შესაბამისი მივლინების ბრძანების გაფორმებას თქვენთვის, სოფიკო ბელქანიასა და მარიანა მკურნალისთვის 2018 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, ასევე, სოფიკო ბელქანიასა და მარიანა მკურნალისთვის  მგზავრობის, სასტუმროს (5 ღამის ღირებულება) და დღიური ნორმის ანაზღაურებას, ხოლო თქვენთვის იმ სამივლინებო ხარჯების (სასტუმროს 1 ღამის ღირებულება, დღიური ნორმაზე დანამატი) ანაზღაურებას, რომლებიც არ იფარება მომწვევი მხარის მიერ.

პატივისცემით,

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
სოფიკო ბელქანია